loader

იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა - შსს-მ დეტალები განმარტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა - შსს-მ დეტალები განმარტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა - დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.