loader

ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა: გაიგეთ, რა თანხის გადახდა მოგიწევთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა: გაიგეთ, რა თანხის გადახდა მოგიწევთ

ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ი-სფეისი" ავრცელებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილის დამტენებს ამონტაჟებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, შეიცვალა სწრაფი დამტენის ტარიფის დაანგარიშების პრინციპი.

ცვლილების შემდეგ სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში, 1 წუთის ღირებულება კვლავ 50 თეთრს შეადგენს; შემდეგი 20 წუთი სარგებლობისთვის, 1 წუთში 35 თეთრის გადახდა მოგიწევთ; ხოლო, სწრაფი დამტენით სარგებლობის 41-ე წუთიდან ნებისმიერ დრომდე, 1 წუთის ღირებულება 25 თეთრი იქნება.