loader

"ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან" - გაცხარებული ემზარ კვიციანი "ქურდული ტრადიციების" სადარაჯოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან" - გაცხარებული ემზარ კვიციანი "ქურდული ტრადიციების" სადარაჯოზე

ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალგაზრდები ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის ფულის შეგროვების გამო დააკავეს.

კვიციანმა პლენარულ სხდომაზე გააპროტესტა სისხლის სამართლის კოდექსში 223-ე პრიმა მუხლის არსებობა, რომლის მიხედვითაც, "ქურდული სამყაროს" წევრობა, ასევე "კანონიერი ქურდობა" ისჯება თავისუფლების აღკვეთით.