loader

"5 სული ვცხოვრობთ ზუსტად 14 კვადრატში, ეს არ არის დაკმაყოფილება" - რა მოთხოვნები აქვთ "დირსში" შეჭრილ დევნილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 სული ვცხოვრობთ ზუსტად 14 კვადრატში, ეს არ არის დაკმაყოფილება" - რა მოთხოვნები აქვთ "დირსში" შეჭრილ დევნილებს

საცხოვრებელ კომპლექს "დირსში" შეჭრილი დევნილები ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლას ითხოვენ.

როგორც დევნილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, მოიხსნას პოლიციის "ბლოკადა"; ასევე, იმ კორპუსში, სადაც დევნილები არიან შესულნი, სურთ, რომ შეუშვან ჟურნალისტები და ადვოკატი, რათა ცნობილი გახდეს რეალური სურათი, თუ რა ხდება ადგილზე.

როგორც დევნილმა მარიამ ქუხილავამ განაცხადა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, "დირსში" იცხოვრებს თუ სხვა საცხოვრებელში, მთავარია, საცხოვრებელი ფართი მისი ოჯახის წევრების რაოდენობის ადეკვატური იყოს.