loader

პირდაპირი კადრები აბანოთუბნიდან, სადაც მაშველები მტკვარში ადამიანს ეძებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები აბანოთუბნიდან, სადაც მაშველები მტკვარში ადამიანს ეძებდნენ

თბილისში, გვიან ღამით, სამაშველო სამსახური მტკვარში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა. როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება შევიდა, რომ აბანოთუბანთან მტკვარში მოქალაქე გადახტა.

მოგვიანებით მყვინთავებმა მტკვარზე სამძებრო ღონისძიებები შეწყვიტეს. როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

არებული ინფორმაციით, მოქალაქის მხრიდან 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ მტკვარში მამაკაცი მიცურავდა და შველას ითხოვდა.

როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ქრისტინე ასლამაზაშვილი