loader

უნიკალური აღმოჩენა: დაღესტანში ქართული ასომთავრულით დაწერილი VI საუკუნით დათარიღებული ბიბლია აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური აღმოჩენა: დაღესტანში ქართული ასომთავრულით დაწერილი VI საუკუნით დათარიღებული ბიბლია აღმოაჩინეს

დაღესტანში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ისტორიული დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნისას, VI საუკუნით დათარიღებული, ხელნაწერი ბიბლია აღმოაჩინეს. ბიბლია ქართულად, ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევდნენ ყურადღებას იმ ადგილს, სადაც უძველესი ხელნაწერი ბიბლია იყო მოთავსებული, თუმცა XI საუკუნეში შექმნილი არაბი სუფიების სწავლებათა ტექსტის ქვემოთ, მეცნიერებმა უფრო ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელიც რთულად შესამჩნევი იყო.