loader

დააკავეს 3 პირი, რომლებიც ნარკოტიკებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ და თბილისის სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს 3 პირი, რომლებიც ნარკოტიკებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ და თბილისის სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ

საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით შსს-მ რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულები ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისის სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.