loader

"ჩემი დედა მო**** თუ სამუდამოდ იარლიყით არ დაგტოვო შე ბო***" - როგორ სძალავდა მამაკაცი ქურდული სამყაროს სახელით ფულს სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი დედა მო**** თუ სამუდამოდ იარლიყით არ დაგტოვო შე ბო***" - როგორ სძალავდა მამაკაცი ქურდული სამყაროს სახელით ფულს სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.