loader

ემოციური კადრები ლონდონიდან, სადაც ჯულიან ასანჟი დააკავეს - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი 7 წელი ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები ლონდონიდან, სადაც ჯულიან ასანჟი დააკავეს - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი 7 წელი ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა

"ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

"ვიკილიქსში" აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟს საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ეკვადორის ელჩმა პოლიცია მიიწვია საელჩოს ტერიტორიაზე მის დასაკავებლად.

შეგახსენეთ, რომ 2010 წელს ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ასანჟი ამავე წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს. შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.