loader

რა ხდება რუსთაველზე, სადაც რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რუსთაველზე, სადაც რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარი გაჩნდა

რუსთაველის გამზირზე, რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარია. როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 20 კვმ ფართობზე, სამზარეულოშია გაჩენილი.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომელიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ნათია ჩადუნელი