loader

სპეცოპერაცია გორში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გასაღების მომენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია გორში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გასაღების მომენტში

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2019 წლის 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.

"პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს , - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.