loader

სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის შეძენასთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის შეძენასთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს. განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს - ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.

2013 წლის მაისში, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.