loader

"ეს რობოტი ვინ იყო? რას მიზამ, აბა, გაიმეორე ერთი..." - ბოკერიას პასუხი პაპუაშვილის უწმაწურ სიტყვაზე, რომელიც მიკროფონში არ გაისმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რობოტი ვინ იყო? რას მიზამ, აბა, გაიმეორე ერთი..." - ბოკერიას პასუხი პაპუაშვილის უწმაწურ სიტყვაზე, რომელიც მიკროფონში არ გაისმა

ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი - არ ვიცი, ამ კაცს რა ვუწოდო, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის მისამართით გააკეთა.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა.

ზაზა პაპუაშვილის ერთგვარი გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

ასევე იხილეთ: "საქმეზე ილაპარაკე, შე ნაგავო შენა, გაატრ... ამის პროვოკაციებმა" - რა სიტყვებით მიმართა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას