loader

"საქმეზე ილაპარაკე, შე ნაგავო შენა, გაატრ... ამის პროვოკაციებმა" - რა სიტყვებით მიმართა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმეზე ილაპარაკე, შე ნაგავო შენა, გაატრ... ამის პროვოკაციებმა" - რა სიტყვებით მიმართა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა. ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე. გარდა უწმაწური სიტყვებისა, პაპუაშვილმა ბოკერიას სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართა, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატს "ნაგავი" უწოდა.

ასევე იხილეთ: "ეს რობოტი ვინ იყო? რას მიზამ, აბა, გაიმეორე ერთი..." - ბოკერიას პასუხი პაპუაშვილის უწმაწურ სიტყვაზე, რომელიც მიკროფონში არ გაისმა