loader

შეტაკებისას დამტვრეული და დაზიანებული ავტომანქანები პანკისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეტაკებისას დამტვრეული და დაზიანებული ავტომანქანები პანკისში

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

ავტორი: ნათია წითელაური