loader

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი - 25.3%.
ეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებია.

პირველ ტურში უფრო მეტი ხმა ასევე ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.

"მე არ ვარ ჯერ ოფიციალურად პრეზიდენტი, თუმცა, როგორც უკრაინის მოქალაქემ, შემიძლია ვუთხრა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას, შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

დამარცხება უკვე აღიარა მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

"ცხადია, ეგზიტპოლების შედეგები საფუძველს მაძლევს, ჩემს ოპონენტს დავურეკო და მივულოცო. მე ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. მე ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისათვის ვიბრძოლებ",- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.