loader

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - პირველი წუთები ტერორისტული აქტების შემდეგ, დაღუპულია 180 ადამიანი, 400-მდე დაშავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - პირველი წუთები ტერორისტული აქტების შემდეგ, დაღუპულია 180 ადამიანი, 400-მდე დაშავებულია

21 აპრილს შრი-ლანკაში მომხდარი 8 აფეთქების შედეგად, მათ შორის, 3 ეკლესიაში, 180 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 35 უცხოელია. 400-მდე ადამიანი დაშავებულია.

ამ ეტაპზე არცერთ ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა ამ ტერაქტებზე.

ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღო. ასევე, დაბლოკილია წვდომა სოციალურ ქსელებზე.

ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება და ხვალამდე გაგრძელდება.