loader

როგორ შედის ზურგჩანთიანი ტერორისტი ეკლესიაში, სადაც რამდენიმე წამში აფეთქება მოხდება - სათვალთვალო კამერების ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შედის ზურგჩანთიანი ტერორისტი ეკლესიაში, სადაც რამდენიმე წამში აფეთქება მოხდება - სათვალთვალო კამერების ჩანაწერი

შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 კი დაშავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე შრი-ლანკაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. გარდა ამისა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

21 აპრილს კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას ქვეყნის სამ ეკლესიაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, აფეთქება მოხდა ასევე სამ სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

შრი-ლანკის პოლიციამ აღნიშნულ ტერაქტებთან დაკავშირებით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ტერაქტები ადგილობრივმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ განახორციელა.

ცოტა ხნის წინ Sky News-მა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ტერაქტების ერთ-ერთი საავარაუდო შემსრულებელი ჩანს.