loader

"თვლიან, რომ მათი ტერიტორიაა და 4 დღეა გვიზღუდავენ იქ შესვლას" - რა ხდება დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვლიან, რომ მათი ტერიტორიაა და 4 დღეა გვიზღუდავენ იქ შესვლას" - რა ხდება დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე

ჩვენი მორჩილები ზემოთ არიან, გვაქვს კავშირი და ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის. შეიძლება მხარეები ცენტრალურ დონეზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ პერიფერიებში ბრძანება არ მიუღიათ, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი განვითარებულ მოვლენებს დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს და ამბობს, რომ რადგან ვიზიტი შეთანხმებული არ იყო აზერბაიჯანის მხარესთან, შესაძლოა, ეს სადამსჯელო რეაგირება იყო.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი.