loader

რომელ საათებში იქნება აღდგომის დღესასწაულზე ტრანსპორტი უფასო - მარშრუტები, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ საათებში იქნება აღდგომის დღესასწაულზე ტრანსპორტი უფასო - მარშრუტები, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27-28-29 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დადგენილია 8 მარშრუტი, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ.

27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის დილის 04:00 საათამდე, მეტროს მომსახურება იქნება უფასო. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია - ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები.