loader

კადრები გორიდან, სადაც 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები გორიდან, სადაც 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მომხდარი 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა.

კერძოდ, მსხვერპლით დასრულდა ავარია სოფელ შინდისთან. გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომობილში მყოფი მგზავრი კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა სოფელ ტყვიავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 3 მათგანი "გორმედში", 3 კი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. სოფელ ხელთუბანთან კი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.