loader

ვენესუელაში ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა - უმძიმესი კადრები კარაკასიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენესუელაში ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა - უმძიმესი კადრები კარაკასიდან

ვენესუელაში ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა. შესაბამისი ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა. 
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სროლის ხმაც ისმის. სიტუაცია ვენესუელაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამხედროების ჯგუფი დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარეს გადავიდა.

ასევე სროლა იყო ფრანსისკო მირანდას სახელობის ავიაბაზასთან, სადაც ხუან გუაიდო თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა, 1-ელ მაისს გარეთ გამოვიდნენ, რათა ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირებას ბოლო მოეღოს.