loader

ახალი ერა იაპონიაში: 2 საუკუნის მანძილზე, იმპერატორი პირველად გადადგა და ადგილი შვილს დაუთმო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ერა იაპონიაში: 2 საუკუნის მანძილზე, იმპერატორი პირველად გადადგა და ადგილი შვილს დაუთმო

იაპონიის 85 წლის იმპერატორი აკიჰიტო გადადგა. ტახტის დატოვების შესახებ მან საიმპერატორო სასახლეში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ახალი იმპერატორი აკიჰიტოს უფროსი შვილი, 59 წლის ნარუჰიტო გახდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში, აკიჰიტო პირველი იმპერატორია, რომელმაც ტახტი ნებაყოფლობით დატოვა. ამასთანავე, მან ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, რის მიზეზადაც საკუთარი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა და იმპორატორს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. ოფიციალური შეხვედრების გარდა, იმპერატორი ასევე მონაწილეობას იღებს რელიგიური ცერემონიალების შესრულებაშიც.