X
მერიის უკან ტერიტორია ნაგავს მიაქვს - გინახავთ, რა ხდება დაუსრულებელ შენობებში?
11:59 / 01-05-2019
საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფს" უკავშირდება. "პალიტრანიუსი" დაინტერესდა, როგორ მდგომარეობაშია ის კორპუსები, რომელთა მშენებლობაც "ცენტრ პოინტმა" დაიწყო, თუმცა მათ დასრულებამდე სამშენებლო პროექტები შეჩერდა.

დედაქალაქის მერიის უკან "ცენტრ პოინტის" რამდენიმე შენობაა. ერთ-ერთი მათგანის მშენებლობა შეჩერებულია - მისი საძირკველი გათხრილია, მის გარშემო და შიგნით კი ნაგავი, სამშენებლო მასალა და ცოტა ავეჯია დატოვებული. შენობაში შესვლა მხოლოდ ერთი, პატარა ხის კიბით არის შესაძლებელი, რაც საძირკველში ჩავარდნის საფრთხეს ქმნის.

სისუფთავე არც ამ შენობის გვერდზე არსებული კორპუსების გარშემოა, სადაც მოქალაქეები უკვე ცხოვრობენ - "ცენტრ პოინტ ჯგუფის" ამ შენობებთან მთელ ტერიტორიაზე ნაგავი და სამშენებლო მასალები, მათ შორის, ცემენტი და ბლოკებია დაყრილი.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვლადიმერ ზელენსკი შადრევანში დაცვასთან ერთად შევარდა
რა იდო ყუთში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე აჩუქა