loader

ვინ არის ხუან გუაიდო, რომელმაც თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სიღარიბეში ჩაფლულ ვენესუელას ხსნას პირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ხუან გუაიდო, რომელმაც თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სიღარიბეში ჩაფლულ ვენესუელას ხსნას პირდება

ვენესუელაში, 23 იანვარს გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად მალევე აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა, დონალდ ტრამპმაც.

კარაკასში საპროტესტო ტალღა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით 11 იანვარს დაიწყო. მადურომ პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით, 2019 წელს დაიკავა, თუმცა ამ არჩევნების აღიარებაზე უარი განაცხადეს არა მხოლოდ ადგილობრივმა ოპოზიციონერებმა, არამედ დასავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამაც.

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი, ახალგაზრდა რევოლუციონერი ხუან გუაიდო გახდა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება პირველივე დღიდან მიიპყრო. გუაიდო 8 შვილიან, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა, მამამისი მფრინავი, დედა კი მასწავლებელი იყო. ერთ-ერთი ბაბუა ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ხოლო, მეორე ვენესუელას საზღვაო ფლოტის კაპიტანი იყო.