loader

რა ახალი დეტალებია ცნობილი კახეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - მოკ­ლულ ძმის­შვილს 4 შვი­ლი დარ­ჩა და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 5 თვი­საა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი დეტალებია ცნობილი კახეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - მოკ­ლულ ძმის­შვილს 4 შვი­ლი დარ­ჩა და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 5 თვი­საა

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, 85 წლის მა­მა­კაც­მა შვილ­სა და რძალს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ხმა­ურ­ზე შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს - ძმის ცოლ­სა და ძმის­შვილს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მოკ­ლულ ძმის­შვილს 4 შვი­ლი დარ­ჩა და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 5 თვი­საა.

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რძა­ლი, შვი­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 85 წლი­საა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მცხოვ­რე­ბი 85 წლის ო.გ. კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ჯრით, რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ერ­თდრო­უ­ლად 4 ადა­მი­ანს - შვილს, რძალს და ორ მე­ზო­ბელს, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და სხვა პი­რებ­საც, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე უმოკ­ლეს დრო­ში მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ო.გ. ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.