loader

კადრები რუსთავიდან, სადაც მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, დედას ფეხი აქვს მოტეხილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავიდან, სადაც მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, დედას ფეხი აქვს მოტეხილი

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავარია მოხდა. 

"ნისანის" მარკის ავტომობილი ზებრა-გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედამ ფეხი მოიტეხა, შვილს კი არაფერი დაშავებია.

როგორც თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" საუბარში ჰყვებიან, დედას შვილი ხელში ჰყავდა აყვანილი და გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც ავარია მოხდა.

"ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლის თქმით, მან ზებრაზე გადამავალი დედა-შვილის შემჩნევა ვერ მოახერხა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედა-შვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 


წყარო: "ინფორუსთავი"