loader

აშშ-ში მდინარეში ჩამოვადრა თვითმფრინავი, რომელშიც 143 მგზავრი იმყოფებოდა - ავიაკატასტროფის ყველა მგზავრი გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში მდინარეში ჩამოვადრა თვითმფრინავი, რომელშიც 143 მგზავრი იმყოფებოდა - ავიაკატასტროფის ყველა მგზავრი გადარჩა

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზი ჭექა-ქუხილი და წვიმა გახდა.

თვითმფრინავ „ბოინგ 737“-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა.