loader

ბიჭო, ნუ მცემთ!.. ეშმაკები თავში მირტყამდნენ, მე არ მომიკლავს არავინ - 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სიტყვა სასამართლოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭო, ნუ მცემთ!.. ეშმაკები თავში მირტყამდნენ, მე არ მომიკლავს არავინ - 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სიტყვა სასამართლოზე

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესის დაწყებისას ბრალდებულმა განაცხადა,რომ მოსამართლე თამარ კაპანაძის მიმართ უნდობლობა ჰქონდა და მისი აცილება მოითხოვა. ბრალდებულის შუამდომლობა აცილებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

სასამართლო სხდომაზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა, 85 წლის ომარ გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოს პოლიციაში მასზე იძალადეს.მისი თქმით, პოლიციელები აიძულებდნენ 4 ადამიანის მკვლელობა ეღიარებინა.

ომარ გამყრელიძე ბრალდებულია შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში, ასევე, მეუღლის დაჭრაში.