loader

დაკავებულია დედა, მამა და 2 შვილი - ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე 7 პირი დააკავეს, ამოღებულია 2 125 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულია დედა, მამა და 2 შვილი - ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე 7 პირი დააკავეს, ამოღებულია 2 125 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკი

პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი. 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.