loader

სასტუმრო "მამიდას" კათარზისად გადაკეთება მინდოდა... ვაღიარებ დანაშაულს - რა თქვა როენა ხუცურაულმა სასამართლო პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტუმრო "მამიდას" კათარზისად გადაკეთება მინდოდა... ვაღიარებ დანაშაულს - რა თქვა როენა ხუცურაულმა სასამართლო პროცესზე

ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო "მამიდას" მფლობელმა როენა ხუცურაულმა განაცხადა.

სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძემაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ პოზიცია შეცვალა და დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

საბოლოოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო "მამიდას" მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: "ვინ დაამშვიდებს ერთბაშად 1200 კაცს ღამეში?" - როენა "მამიდას" ლექსი მიუძღვნეს

როენა ხუცურაულის, იგივე "მამიდას" ემოციები სასამართლო პროცესზე