loader

"ქურდულად ნუ მელაპარაკებით" - ხმაური ზუგდიდში, სერგეენკოსთან შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდულად ნუ მელაპარაკებით" - ხმაური ზუგდიდში, სერგეენკოსთან შეხვედრაზე

ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, სადაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვედრას მართავდა, ხმაური იყო.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, თენგიზ ჯგუშიას განცხადებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ის დარბაზში, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, არ შეუშვეს. მოგვიანებით მას მინისტრი შეხვდა, თუმცა, მათ შორის საუბარი მალევე დასრულდა. ჯგუშიამ მას საავადმყოფოში წასვლა და იქ არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა შესთავაზა. დავით სერგეენკომ ჯგუშიას უთხრა, რომ ახლა ვერ გაჰყვებოდა.

ჯგუშიას შეხვედრის მონაწილეები მანამდეც დაუპირისპირდნენ, როცა მან რამდენიმე მათგანს მოსყიდული უწოდა. ჯგუშიამ მოსყიდული უწოდა "იმედის" ჟურნალისტსაც. ინციდენტი კი პოლიციის ჩარევის შემდეგ ამოიწურა.

ავტორი: თათული როგავა