loader

მახათას მთაზე პრემიერის გამოსვლისას ტექნიკური ხარვეზი ხომ არ იყო მიზანმიმართული ქმედება? - მამუკა ბახტაძის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მახათას მთაზე პრემიერის გამოსვლისას ტექნიკური ხარვეზი ხომ არ იყო მიზანმიმართული ქმედება? - მამუკა ბახტაძის პასუხი

საქართველოს მთავრობა მახათას მთაზე მომხდარი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, ბახტაძემ უპასუხა: "ამ მომენტისთვის მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით".

"სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა", - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, "პირველი არხის" განმარტებით, ტრანსლაციის მსვლელობისას ტექნიკური ხარვეზი კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.

ასევე იხილეთ: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობის პროცესი" - პრემიერის გამოსვლა მახათას მთაზე