loader

"ვაიმე, ხალხო, მეშინია" - ნიაღვარში მოცურავე ტრანსპორტი სანზონაში - ავტობუსში წყალი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, ხალხო, მეშინია" - ნიაღვარში მოცურავე ტრანსპორტი სანზონაში - ავტობუსში წყალი შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112 -დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას.

შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა.

ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია.

კადრებს სანზონიდან დიანა კვიციანი ავრცელებს.

ასევე იხილეთ: "ვაიმე, ჩემი ორი ხე" - ძლიერმა წვიმამ ვორონცოვზე ხეები წააქცია

ცისარტყელა თბილისის ცაზე ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ

დატბორილ რუსთაველზე წყალი მდინარესავით მიედინება

რა ხდება მთაწმინდაზე, სადაც ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა 

დატბორილი ქუჩები თბილისში - განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანსა და სანზონაში

უამინდობა დედაქალაქში - სოფელ დიღომში ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა

ძლიერი სეტყვა ნუცუბიძეზე - რა ხდება საბურთალოზე ამ წუთებში