loader

"5 წუთში განვითარდა კლინიკური სიკვდილი" - რას ამბობენ ყვარლის კლინიკაში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 წუთში განვითარდა კლინიკური სიკვდილი" - რას ამბობენ ყვარლის კლინიკაში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებაზე

ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.

გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნათ. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით პირველ კომეტარს აკეთებს ყვარლის რეფერალური კლინიკის მთავარი მენეჯერი ზურაბ დავუარაშვილი.

ავტორი: ნათია წითელაური

ასევე იხილეთ: "როგორც კი ჭამა, გალურჯდა" - ყვარელში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებას ოჯახი ქათმის წვნიანით მოწამვლას უკავშირებს