loader

"რატოა ავტოფარხში საარჩევნო უბანი?" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის სააჩევნო კომისიის შენობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატოა ავტოფარხში საარჩევნო უბანი?" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის სააჩევნო კომისიის შენობაში

ზუგდიდის 67-ე საოლქო სააჩევნო კომისიის შენობაში ხმაურია. "გაერთიანებული ოპოზიცია" საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგებს აპროტესტებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს არის გაყალბების მცდელობა. თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე, 41 სოფლიდან მოაბრუნეს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება. მისივე თქმით, ბეჭდების გაცემა კანონდარღვევა არ არის და ეს არც პირველად ხდება.

ოპოზიციის კითხვაზე, თუ ვინ აგებდა ბეჭდების უსაფრთხოებაზე პასუხს, მესხმა უპასუხა, რომ ისინი კომისიის თავმჯდომარეებს ჩააბარეს და მათ უსაფრთხოებაზე პასუხს ისინი აგებენ.

ავტორი: თათული როგავა