loader

უპრეცედენტო კიბერდანაშაული: ჯგუფი 100 მილიონი დოლარის მოსაპარად კომპიუტერულ პროგრამას იყენებდა - საქართველოში დაკავებულია ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპრეცედენტო კიბერდანაშაული: ჯგუფი 100 მილიონი დოლარის მოსაპარად კომპიუტერულ პროგრამას იყენებდა - საქართველოში დაკავებულია ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა, სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.