loader

ავარია ბოლო ზარზე: ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა - დაშავებულია 7 მოზარდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ბოლო ზარზე: ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა - დაშავებულია 7 მოზარდი

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა. როგორც "პალიტრავიდეოს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავებულია შვიდი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. 

ექიმის ინფორმაციით, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარიისას დაშავებული 7 მოზარდიდან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, კიდევ ერთი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე კვარაცხელია