X
"დამეტაკა გვარამია, ეს საზიზღარი, ეს" - რას ჰყვება ქალი "რ2"-ის გენერალურ დირექტორთან დაპირისპირების შემდეგ
12:52 / 19-05-2019
ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ.

როგორც სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე "ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა".

"ნიკა გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა", - განაცხადა სორდიამ.

თავის მხრივ ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, ქალბატონი "ქართული ოცნებიდან" მოგზავნილი პროვოკატორია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ვითარების განმუხტვას გარშემომყოფები ცდილობდნენ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ აღნიშნულ ქალბატონს "ქართული ოცნების" მიერ მოსყიდული უწოდა.

ნახეთ მეტი: "ასე მომკიდა მკერდზე ხელი..." - "ქართული ოცნების" კოორდინატორი ნიკა გვარამიაზე

ხმაური და დაპირისპირება სოფელ კახათში, სადაც ნიკა გვარამია ჩავიდა
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?