loader

"ეგრე სად არის?!"- შელაპარაკება სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგრე სად არის?!"- შელაპარაკება სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას შორის სოფელ კოკში, სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

სოფელ კოკში, სკოლასთან, სადაც 21-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, იმყოფებოდნენ თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ზარქუა. ამავე უბანზე მივიდა გაერთიანებული ოპიზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

როგორც სანდრა რულოვსმა დავით ნარმანიას მიმართა, მოწინააღმდეგე მხარისთვის მთავარია, რომ საარჩევნო უბანზე არ იყოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.

თავის მხრივ დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ მთავარი არჩევნების მშვიდად ჩატარებაა.