loader

მამაკაცი, რომელსაც სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი, რომელსაც სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

როგორც საქართველოს შს სამინისტროდან გვაცნობეს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.