loader

გავასაჯაროებთ სარალიძის ჩანაწერსაც - ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამის ემოციური კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გავასაჯაროებთ სარალიძის ჩანაწერსაც - ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამის ემოციური კომენტარი

ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.