loader

თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივიდან ბათუმში მოფრინავდა, თელ-ავივის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივიდან ბათუმში მოფრინავდა, თელ-ავივის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივ-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფრენის მომენტიდან თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გადაუხურდა. ავიალაინერი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

„ინტერპრესნიუსის“ დაუკავშირდა ტურისტული კომპანია Discovery-ს, რომელიც საქართველოში El Al-ის წარმომადგენელია.

„„ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავი დაჯდა და სხვა ბორტზე ადიან მგზავრები, რომელიც მოფრინავს 21:30 საათისთვის,სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადეს ტურისტული კომპანიაში.