სკანდალური მსვლელობა ბათუმში, რომლის გამოც აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს
15:08 / 26-05-2019
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის დროშების ფრიალი აბაშიძის ქუჩაზე პოლიტიზირებული არ არის. როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.
ამ განცხადების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.
ასევე იხილეთ: სკანდალი ბათუმში: რუსეთის დროშების ფრიალი და აჭარის განათლების მინისტრის განცხადება, რის გამოც ის მაშინვე გაათავისუფლეს
აჭარის მთავრობის მეთაური აჭარის განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს