loader

ეს ხდებოდა საბურთალოზე რამდენიმე წუთის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ხდებოდა საბურთალოზე რამდენიმე წუთის წინ

29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცნობეს.

მათი ცნობით, თბილისში დღეს დროგამოშვებით იწვიმებს. მთლიანად საქართველოში, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში - ელჭექთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით.

"ხვალ ნალექის ინტენსივობა მთელ საქართველოში იკლებს. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი - სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ ისევ +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შეიძლება, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +30, +35 გრადუსიც იყოს კვირის განმავლობაში. ტემპერატურის კლება აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არ არის, კვირა იქნება შედარებით მდგრადი, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, ღამისა და საღამოს საათებში და მათ შორის, დედაქალაქშიც შესაძლოა, წვიმა იყოს მთელი კვირის განმავლობაში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება", - აღნიშნეს "პალიტრავიდეოსთან" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ასევე იხილეთ: ძლიერმა ქარმა თემქაზე მრავალწლოვანი ხე წააქცია