loader

როგორ ხვდებიან სააკაშვილს უკრაინაში - პირდაპირი კადრები კიევიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ხვდებიან სააკაშვილს უკრაინაში - პირდაპირი კადრები კიევიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშია. სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში თანამოაზრეები და მხარდამჭერები შეძახილებითა და ოვაციებით დახვდნენ. აეროპორტში სააკაშვილს მცირე კონცერტითაც დახვდნენ, სადაც უკრაინული ხალხური სიმღერები შესრულდა.

სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

ასევე იხილეთ: ქართველი ჟურნალისტის არაერთი მცდელობა - სააკაშვილმა საქართველოზე შეკითხვას მაინც არ უპასუხა