loader

დავით კირკიტაძის ბოლო სიტყვა სასამართლო პროცესზე, სანამ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კირკიტაძის ბოლო სიტყვა სასამართლო პროცესზე, სანამ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ


ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვისა და ბრალადების მხარის შეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გაითვალისწინა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძე გაათავისუფლა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორმა სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასრულების შესახებაც იშუამდგომლა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.