loader

ბიჭებს ცეცხლი წაეკიდათ თავზე და საავადმყოფოში საკუთარი ფეხით გაიქცნენ - რას ჰყვებიან მეზობლები თბილისში მომხდარ აფეთქებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭებს ცეცხლი წაეკიდათ თავზე და საავადმყოფოში საკუთარი ფეხით გაიქცნენ - რას ჰყვებიან მეზობლები თბილისში მომხდარ აფეთქებაზე

თბილისში, ჭილაძის 166-ე ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა.

როგორც „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ორი საავადმყოფოში თვითონ მივიდა, ერთი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

აფეთქებაზე განცხადებას „ყაზტრანსგაზიც“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ჭილაძის ქუჩიდან, სადაც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა