loader

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლება მოქალაქეებს 18 წლიდან მიენიჭებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლება მოქალაქეებს 18 წლიდან მიენიჭებათ

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება. ამას შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის. როგორც უწყება განმარტავს, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

ასევე იხილეთ: ცვლილება მართვის მოწმობის გამოცდაში - პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება