loader

ცვლილება მართვის მოწმობის გამოცდაში - პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილება მართვის მოწმობის გამოცდაში - პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება. ამ მიმართულებით რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ასევე იხილეთ: მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლება მოქალაქეებს 18 წლიდან მიენიჭებათ